ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ვოლოდიმირ ზელენსკი: რუსეთის ტერიტორიაზე ბუფერულ ზონას ვინარჩუნებთ

ვოლოდიმირ ზელენსკი: რუსეთის ტერიტორიაზე ბუფერულ ზონას ვინარჩუნებთ

რუსეთის ტერიტორიაზე ბუფერულ ზონას ვინარჩუნებთ, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს.

„დღეს კურსკის ოლქში ჩვენი მოქმედებების დაწყებიდან ზუსტად ხუთი თვე გავიდა და რუსეთის ტერიტორიაზე ბუფერულ ზონას ვინარჩუნებთ, იქ რუსულ სამხედრო პოტენციალს აქტიურად ვანადგურებთ. კურსკის ოპერაციის დროს მტერმა უკვე 38 ათასზე მეტი ჯარისკაცი დაკარგა, მხოლოდ ამ ერთი მიმართულებით“, - წერს უკრაინის პრეზიდენტი.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ, უკრაინელ მებრძოლებს „ომის სახლში, რუსეთში დაბრუნებისთვის“ მადლობა გადაუხადა.

„რუსებმა კურსკის ოლქში ძლიერი დანაყოფები განალაგეს, ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცებიც იქ არიან განლაგებული. მნიშვნელოვანია, რომ ამ ცოცხალი ძალის სხვა ფრონტებზე გადაყვანა შეუძლებელია“, - აღნიშნავს ვოლოდიმირ ზელენსკი.

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 7 იანვარი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.