ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსეთთან ომში 46 ათასზე მეტი უკრაინელი ჯარისკაცი დაიღუპა - ათიათასობით ჯარისკაცი უგზო-უკვლოდ დაკარგულია

ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსეთთან ომში 46 ათასზე მეტი უკრაინელი ჯარისკაცი დაიღუპა - ათიათასობით ჯარისკაცი უგზო-უკვლოდ დაკარგულია

რუსეთის ფედერაციასთან ომში უკრაინამ 46 ათასზე მეტი სამხედრო მოსამსახურე დაკარგა, კიდევ 380 ათასი ჯარისკაცი დაიჭრა, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ NBC News-თან ინტერვიუში განაცხადა.
მისივე განცხადებით, ამ დროისთვის, ათიათასობით ჯარისკაცი დაკარგულად ითვლება.
„გვაქვს ფიქსირებული მსხვერპლი - 46 ათასზე მეტი დაღუპული ჯარისკაცი. ჯერ კიდევ ათიათასობით უგზო-უკვლოდ დაკარგულია. უგზო-უკვლოდ დაკარგულები შეიძლება გარდაცვლილები იყვნენ, ან ტყვეობაში იმყოფებოდნენ, - აღნიშნა ზელენსკიმ.
ამასთან, მისი თქმით, შეუძლებელია დაღუპული მშვიდობიანი მოსახლეობის ზუსტი რაოდენობის დადგენა, რადგან ქვეყნის ტერიტორიების ნაწილი ოკუპაციის ქვეშ რჩება.
პრეზიდენტ ზელენსკის ინფორმაციით, რუსეთში დეპორტირებულია, დაახლოებით, 19,5 ათასი უკრაინელი ბავშვი.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 17 თებერვალი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.