ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ვოლოდიმირ ზელენსკი: პუტინი მალე მოკვდება და ყველაფერი დასრულდება

ვოლოდიმირ ზელენსკი: პუტინი მალე მოკვდება და ყველაფერი დასრულდება

ვოლოდიმირ ზელენსკი: პუტინი მალე მოკვდება და ყველაფერი დასრულდება
პუტინი მალე მოკვდება და ყველაფერი დასრულდება, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, საზოგადოების დესტაბილიზაცია არის ის, რისიც პუტინს ეშინია.
„საზოგადოების დესტაბილიზაცია არის ის, რისიც მას ეშინია, თავად იგი მოახდენს ამაზე გავლენას. მისი ეკონომიკა და სანქციების პოლიტიკა მოახდენს გავლენას. ჩვენი პარტნიორები თუ იმდენად ძლიერები იქნებიან, რამდენადაც არიან, თუ ისინი მოისურვებენ არა სუპერ ძალის დემონსტრირებას, არამედ უბრალოდ საკუთარი რეალური ძალის დემონსტრირებას, თუ ისინი ზეწოლას მოახდენენ პუტინზე, მას ექნება საზოგადოების დესტაბილიზაცია, მას ამის ეშინია“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, საზოგადოების დესტაბილიზაციის გარდა, პუტინს საკუთარი ძალაუფლების დაკარგვის ეშინია.
„ეს დამოკიდებულია საზოგადოების სტაბილურობაზე, მაგრამ ამავდროულად მის ასაკზეც. ფაქტია, რომ ის მალე მოკვდება და ყველაფერი დასრულდება. მისი საკითხი შეიძლება, დასრულდეს, ვიდრე ის დაასრულებს თავის აბსოლუტურად უსაფრთხო და წარუმატებელ ისტორიულ ცხოვრებას. აი, რისი ეშინია მას“, – თქვა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 27 მარტი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.