ვოლოდიმირ ზელენსკი - პუტინმა თავდასხმისთვის შობა განზრახ აირჩია, რა შეიძლება იყოს ამაზე უფრო არაჰუმანური? - რუსული ბოროტება უკრაინას ვერ გატეხს და შობას ვერ ჩაშლის

პუტინმა თავდასხმისთვის შობა განზრახ აირჩია, რა შეიძლება იყოს ამაზე უფრო არაჰუმანური? - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს.
„70-ზე მეტი რაკეტა, მათ შორის ბალისტიკური რაკეტები და ასზე მეტი დრონი. სამიზნე ჩვენი ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა იყო. ისინი უკრაინაში ელექტროენერგიის გათიშვის მცდელობებს აგრძელებენ“, - წერს უკრაინის პრეზიდენტი.
ვოლოდიმირ ზელენსკის ცნობით, უკრაინის თავდაცვის ძალებმა რუსების მიერ გაშვებული 50-ზე მეტი რაკეტა და დრონების უმეტესობა ჩამოაგდეს.
„რუსული ბოროტება უკრაინას ვერ გატეხს და შობას ვერ ჩაშლის“, - აღნიშნავს ვოლოდიმირ ზელენსკი.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 25 დეკემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.