ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ვოლოდიმირ ზელენსკი - პუტინი ცეცხლის შეწყვეტისა და ომის დასრულებისთვის არ ემზადება

ვოლოდიმირ ზელენსკი - პუტინი ცეცხლის შეწყვეტისა და ომის დასრულებისთვის არ ემზადება

პუტინი ცეცხლის შეწყვეტისა და ომის დასრულებისთვის არ ემზადება, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ საღამოს მიმართვაში განაცხადა.
„დღეს დაზვერვისა და სამხედრო სარდლობის ანგარიში გვქონდა იმის შესახებ, თუ რა მოლოდინი აქვს პუტინს და სინამდვილეში, რისთვის ემზადება. კერძოდ, სამხედრო მზადებასთან დაკავშირებით. ცალსახად, ის ცეცხლის შეწყვეტისა და ომის დასრულებისთვის არ ემზადება“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
მისი თქმით, რუსეთს ჯარები უკრაინის ტერიტორიაზე ახალი ოპერაციებისთვის გადაჰყავს.
„არანაირი ნიშანი არ არსებობს იმისა, რომ რუსებმა ომის შემდგომი ვითარებისთვის მოსამზადებლად სიგნალები მიიღეს. თავიანთი ჯარები ისე გადაჰყავთ, რომ ახალი შეტევითი ოპერაციებისთვის ემზადებიან“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 11 აგვისტო, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.