ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ვოლოდიმირ ზელენსკი - პუტინი ტრამპს ატყუებდა, რომ ორ თვეში დაიპყრობდა უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილს

ვოლოდიმირ ზელენსკი - პუტინი ტრამპს ატყუებდა, რომ ორ თვეში დაიპყრობდა უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილს

პუტინი ტრამპს ატყუებდა, რომ ორ თვეში დაიპყრობდა უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კოპენჰაგენში დანიის პრემიერ-მინისტრ, მეტე ფრედერიკსენთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
“პუტინი ცრუ ინფორმაციას აწვდიდა ტრამპსა და მის გუნდს, რომ ჩვენი ტერიტორიის ოკუპაციას მოახდენდნენ, რომ ჩვენს ოკუპაციას მოახდენდნენ, რომ ერთ თვეში პოკროვსკში იქნებოდნენ, ხოლო ორ თვეში ლამის უკრაინის მთელ აღმოსავლეთს დაიპყრობდნენ, ხოლო შემდეგ წავიდოდნენ ხარკოვზე, დნეპრზე და შემდეგ კიევში”,-განაცხადა ზელენსკიმ.
მისი თქმით, რუსები რაღაც რუკებისა და ძალიან უცნაური სქემების დემონსტრაციას ახდენდნენ.
“ბევრი რამ ვნახე და საჭიროა ყველა ამ ნარატივების დამსხვრევა. და სწორედ ამას აკეთებენ ჩვენი სამხედროები, და სწორედ ამას აკეთებს ჩვენი დიპლომატიური გუნდი”, - განაცხადა ზელენსკიმ.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 2 ოქტომბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.