არქივი18 აგვისტო 2025, 23:26
ვოლოდიმირ ზელენსკი - პრეზიდენტ ტრამპთან ძალიან კარგი საუბარი გვქონდა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ მას აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან „ძალიან კარგი საუბარი“ ჰქონდა. შესაბამისი განცხადება ზელენსკიმ ევროპელ ლიდერებთან გაფართოებული შეხვედრის წინ გააკეთა.
„ვფიქრობ, რომ პრეზიდენტ ტრამპთან ძალიან კარგი საუბარი გვქონდა“, - განაცხადა მან და დასძინა: „ჩვენ ძალიან მგრძნობიარე საკითხებზე ვისაუბრეთ“.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 18 აგვისტო 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.