პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ვოლოდიმირ ზელენსკი პოლონეთში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ვარშავაში ჩავიდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში უკრაინის ლიდერი პოლონეთის პრეზიდენტსა, ანჯეი დუდას და პრემიერ-მინისტრს, დონალდ ტუსკს შეხვდება.
გამოცემა wprost წერს, რომ ქვეყნების ლიდერები, სავარაუდოდ, უსაფრთხოების სფეროში გრძელვადიანი თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას მოაწერენ ხელს.
უკრაინის პრეზიდენტი, პოლონეთის შემდეგ ვაშინგტონში ნატო-ს სამიტზე დასასწრებად გაემგზავრება.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 8 ივლისი 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.