ვოლოდიმირ ზელენსკი – პარტნიორებმა ახალი რაკეტები და საზენიტო სისტემები გადმოგვცეს

პარტნიორებმა ახალი რაკეტები და საზენიტო სისტემები გადმოგვცეს, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ავრცელებს.
„ჩვენს პარტნიორებთან დადებული მნიშვნელოვანი თავდაცვითი შეთანხმებების შესრულება გრძელდება. ჩვენ არსებული საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის რაკეტები და ასევე ახალი, თანამედროვე საზენიტო სისტემები მივიღეთ. ჩვენი მეგობრების მადლობელი ვარ“, – განაცხადა ზელენსკიმ.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, რომ უკრაინა საკუთარი იარაღის წარმოებას ზრდის.
„თავდაცვის შიდა წარმოების გასაზრდელად ჩვენს ძალისხმევას შედეგი მოაქვს. პირველად თვეში ექვსი Bohdana-ს საარტილერიო სისტემის დონემდე ავედით და ჩვენ შესაძლებლობების გაზრდის შემდგომ გზებს ვხედავთ“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

ასევე დაგაინტერესებთ

თამო კეშელავა: გველესიანს ჰგონია, რომ 42 კილო ბარგი უფასოდ გაატანეს საზღვარზე – არა, ბიჭი, ეგეთ ქვეყნებში, შენნაირების ბარგის ფულს მერე ერთი-ორად იღებენ ღატაკი, საწყალი ხალხიდან, ხან პურით… ხან სისხლით, თავისუფლებით და სიცოცხლით!