ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ვოლოდიმირ ზელენსკი - ნატო-ს მომავალ გენერალურ მდივანთან უკრაინისა და ალიანსის თანამშრომლობის საკითხი განვიხილე

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ნატო-ს მომავალ გენერალურ მდივანთან, მარკ რუტესთან სატელეფონო საუბარი გამართა, - ამის შესახებ ზელენსკი ქსელ X-ში წერს.
უკრაინის სახელმწიფოს მეთაურის განცხადებით, მადლობა გადაუხადა მარკ რუტეს იმისთვის, რაც პირადად მან, მისმა მთავრობამ და ნიდერლანდელმა ხალხმა უკრაინისთვის გააკეთეს, კერძოდ კი - „ყველა დროული და ფართომასშტაბიანი თავდაცვის, ჰუმანიტარული და პოლიტიკური მხარდაჭერისთვის“.
„გავაგრძელებთ კონტაქტს, როდესაც ის ნატო-ს გენერალური მდივნის თანამდებობაზე საკუთარი უფლებამოსილების შესრულებას შეუდგება. მივულოცე მარკს დანიშვნა და ალიანსთან უკრაინის სამომავლო თანამშრომლობა განვიხილეთ“, - წერს ზელენსკი.
შეგახსენებთ, მარკ რუტემ ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრის პოსტი უკვე დატოვა, ნატო-ს გენერალური მდივნის პოსტზე მუშაობას კი ის ოქტომბერში დაიწყებს.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 2 ივლისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.