არქივი4 ოქტომბერი, 2024, 09:54
ვოლოდიმირ ზელენსკი მშვიდობის დარგში ნობელის პრემიაზეა წარდგენილი

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი მშვიდობის დარგში ნობელის პრემიაზეა წარდგენილი. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.
მშვიდობის დარგში ნობელის პრემიაზე სულ 286 კანდიდატია წარდგენილი. ფავორიტებს შორის არიან გაეროს პალესტინელ ლტოლვილთა სააგენტო (UNRWA), მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლო და გაეროს გენერალური მდივანი, ანტონიო გუტერეში.
არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 4 ოქტომბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.