ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ვოლოდიმირ ზელენსკი - მშვიდობა უნდა იყოს რეალური და არა მხოლოდ სიტყვა - ის არ შეიძლება ნიშნავდეს უკრაინის კაპიტულაციას

ვოლოდიმირ ზელენსკი - მშვიდობა უნდა იყოს რეალური და არა მხოლოდ სიტყვა - ის არ შეიძლება ნიშნავდეს უკრაინის კაპიტულაციას

მადლობელი ვარ ემანუელ მაკრონის მკაფიო ხედვისთვის და მშვიდობის მისაღწევად ჩვენი ერთობლივი ძალისხმევისთვის. მშვიდობა უნდა იყოს რეალური და არა მხოლოდ სიტყვა - ის არ შეიძლება ნიშნავდეს უკრაინის კაპიტულაციას ან დაშლას, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.
მისი თქმით, მშვიდობა უნდა იყოს სამართლიანი, საიმედო და ხანგრძლივი და ამის მიღწევა შესაძლებელია მხოლოდ ძლიერი და ხანგრძლივი უსაფრთხოების გარანტიებით - უკრაინისთვის, ევროპისა და მთელი მსოფლიოსთვის.
„ჩვენ ღრმად ვაფასებთ ყველას ხელმძღვანელობას და ძალისხმევას, ვინც მხარს უჭერს უკრაინას და აძლიერებს ევროპის თავდაცვის შესაძლებლობებს. მოუთმენლად ველით ერთობლივ მუშაობას უახლოეს დღეებში მშვიდობისკენ მიმავალ ნაბიჯებზე“, - წერს ზელენსკი.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 6 მარტი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.