ვოლოდიმირ ზელენსკი – მსოფლიოს უმრავლესობა ამბობს, რომ რუსეთი წარმოდგენილი უნდა იყოს მშვიდობის მეორე სამიტზე – ვინაიდან მთელ მსოფლიოს სურს მათი მაგიდასთან დანახვა, ჩვენ წინააღმდეგი ვერ ვიქნებით

მსოფლიოს უმრავლესობა ამბობს, რომ რუსეთი წარმოდგენილი უნდა იყოს მშვიდობის მეორე სამიტზე, წინააღმდეგ შემთხვევაში მნიშვნელოვან შედეგებს ვერ მივაღწევთ , – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უცხოელ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.
“მსოფლიოს უმრავლესობა ამბობს, რომ რუსეთი წარმოდგენილი უნდა იყოს მშვიდობის მეორე სამიტზე, წინააღმდეგ შემთხვევაში მნიშვნელოვან შედეგებს ვერ მივაღწევთ. ვინაიდან მთელ მსოფლიოს სურს მათი მაგიდასთან დანახვა, ჩვენ წინააღმდეგი ვერ ვიქნებით“, – განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, მას არ სურს, რომ სამშვიდობო ძალისხმევების მედიაცია ჩინეთის მიერ მოხდეს და კვლავ მოუწოდა პეკინს ზეწოლა მოახდინოს მოსკოვზე ომის დასასრულებლად.
“თუ ჩინეთს სურს, მას შეუძლია რუსეთი აიძულოს ომის დასასრულებლად. ჩინეთი ამ სამყაროს განუყოფელი ნაწილი და გავლენიანი სახელმწიფოა. არ მსურს, რომ ისინი მედიატორის როლში იყვნენ. მსურს, რომ ზეწოლა მოახდინონ რუსეთზე”, – განაცხადა ზელენსკიმ.

ასევე დაგაინტერესებთ

რატი იონათამიშვილი: , არც ბიძინა ივანიშვილი და არც „ქართული ოცნების“ რომელიმე წარმომადგენელი არ ამბობს, თითქოს, აბასთუმანი ბიძინა ივანიშვილმა დააფუძნა, თუმცა ვერავინ უარყოფს, რომ მიტოვებული და მივიწყებული უნიკალური კურორტისთვის ახალი სიცოცხლის შთაბერვა სწორედ მისი დამსახურებაა