ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ვოლოდიმირ ზელენსკი - მომლაპარაკებლებს დონბასის საკითხზე შეთანხმებისთვის ჯერ არ მიუღწევიათ, ასევე, არსებობს ერთი კითხვა, რომელზეც მე და ყველა უკრაინელს გვინდა პასუხის მიღება: თუ რუსეთი კვლავ დაიწყებს ომს, რას გააკეთებენ ჩვენი პარტნიორები?

ვოლოდიმირ ზელენსკი - მომლაპარაკებლებს დონბასის საკითხზე შეთანხმებისთვის ჯერ არ მიუღწევიათ, ასევე, არსებობს ერთი კითხვა, რომელზეც მე და ყველა უკრაინელს გვინდა პასუხის მიღება: თუ რუსეთი კვლავ დაიწყებს ომს, რას გააკეთებენ ჩვენი პარტნიორები?

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, მომლაპარაკებლებს, რომლებიც აშშ-ის მიერ შეთავაზებულ სამშვიდობო წინადადებას განიხილავენ, დონბასის რეგიონში ტერიტორიის საკითხთან დაკავშირებით შეთანხმებისთვის არ მიუღწევიათ.
ზელენსკიმ Bloomberg-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ აშშ-ის წინადადების ელემენტები საჭიროებს შემდგომ განხილვას რიგ მგრძნობიარე საკითხებზე, მათ შორის უსაფრთხოების გარანტიებსა და ასევე, დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონებთან დაკავშირებით.
„არსებობს აშშ-ის, რუსეთისა და უკრაინის ხედვები - და ჩვენ არ გვაქვს ერთიანი შეხედულება დონბასთან დაკავშირებით“, - განუცხადა ზელენსკიმ Bloomberg News-ს.
მისი თქმით, კიევი დასავლელი მოკავშირეებისგან, უპირველეს ყოვლისა, აშშ-სგან, უსაფრთხოების გარანტიებზე ცალკე შეთანხმების მიღწევას ცდილობს.
„არსებობს ერთი კითხვა, რომელზეც მე და ყველა უკრაინელს გვინდა პასუხის მიღება: თუ რუსეთი კვლავ დაიწყებს ომს, რას გააკეთებენ ჩვენი პარტნიორები?“ - განაცხადა ზელენსკიმ.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 8 დეკემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.