ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ვოლოდიმირ ზელენსკი - მნიშვნელოვან პოლიტიკურ ნაბიჯებს ვამზადებთ

ვოლოდიმირ ზელენსკი - მნიშვნელოვან პოლიტიკურ ნაბიჯებს ვამზადებთ

დღეს, პარიზში „მსურველთა კოალიციის“ შეხვედრაზე მნიშვნელოვან პოლიტიკურ ნაბიჯებს ვამზადებთ , - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს.
„რუსეთი ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ თავდასხმებს არ წყვეტს. ახლა ჩვენი ხალხისა და კრიტიკული ინფრასტრუქტურის დასაცავად საჰაერო თავდაცვის გაძლიერება გვჭირდება. ყველა შეხვედრას კონკრეტული შედეგები უნდა მოჰყვეს, საჰაერო თავდაცვის შესახებ, ახალი დახმარების პაკეტებისა და ახალი შესაძლებლობების შესახებ“, - წერს ზელენსკი X-ზე.
მისი თქმით, საფრანგეთის პრეზიდენტთან, ემანუელ მაკრონთან შეხვედრაზე რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში მხარდაჭერისა და დიპლომატიაში პოზიციების გაძლიერების საკითხები განიხილა.
„მნიშვნელოვანი საუბარი გვქონდა დიპლომატიისა და ჩვენი შემდგომი ნაბიჯების შესახებ. დღეს, პარიზში „მსურველთა კოალიციის“ შეხვედრა იმართება, რომელსაც სახელმწიფოების მეთაურები, საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელები, მინისტრები და ელჩები ესწრებიან. ჩვენ მნიშვნელოვან პოლიტიკურ ნაბიჯებს ვამზადებთ“, - აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 6 იანვარი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.