ვოლოდიმირ ზელენსკი - მინისტრმა უკრაინული და ქართული მხარეების გაფრთხილების გარეშე, რუსეთიდან უკრაინის მოქალაქეების ფაქტობრივ „გამოყრაზე” მაცნობა - ესენი არიან უკრაინელები, რომლებიც რუსებმა გაათავისუფლეს ციხეებიდან და კოლონიებიდან

ანდრეი სიბიგამ რუსეთ-საქართველოს საზღვარზე არსებული ვითარების შესახებ მაცნობა, რაც რუსეთის ტერიტორიიდან უკრაინის მოქალაქეების „გამოყრას“ უკავშირდება, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი X-ზე წერს.
„მინისტრმა რუსეთ-საქართველოს საზღვარზე არსებული ვითარების შესახებ მაცნობა, რაც უკრაინული და ქართული მხარეების წინასწარი გაფრთხილების გარეშე, რუსეთის ტერიტორიიდან დოკუმენტაციის გარეშე უკრაინის მოქალაქეების ფაქტობრივ „გამოყრას“ უკავშირდება“, - წერს ვოლოდიმირ ზელენსკი.
მისი თქმით, უკრაინის მოქალაქეების სამშობლოში დასაბრუნებლად უკრაინელი დიპლომატები მუშაობენ.
„კერძოდ, ესენი არიან უკრაინელები, რომლებიც რუსებმა გაათავისუფლეს რუსეთის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე არსებული ციხეებიდან და კოლონიებიდან“, - აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 19 ივლისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.