ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ვოლოდიმირ ზელენსკი მინერალების შეთანხმებაზე - ახლა ეს თანასწორუფლებიანი შეთანხმებაა, რომელიც უკრაინაში ინვესტიციების შესაძლებლობას ქმნის

ვოლოდიმირ ზელენსკი მინერალების შეთანხმებაზე - ახლა ეს თანასწორუფლებიანი შეთანხმებაა, რომელიც უკრაინაში ინვესტიციების შესაძლებლობას ქმნის

ეს თანასწორუფლებიანი შეთანხმებაა, რომელიც უკრაინაში ინვესტიციების შესაძლებლობას ქმნის. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა.
“შეთანხმება არის, ხელმოწერილია, უკრაინის უმაღლეს რადაში რატიფიცირებისთვის გადაიგზავნება, ჩვენ დაინტერესებული ვართ, რომ შეთანხმებასთან დაკავშირებით არავითარი შეყოვნებები არ იყოს”, - განაცხადა ზელენსკიმ.
მან აღნიშნა, რომ უკრაინის წარმომადგენლებმა კარგად იმუშავეს და მომზადების პროცესში შეთანხმება მნიშვნელოვნად შეიცვალა.
“ახლა ეს ნამდვილად თანასწორუფლებიანი შეთანხმებაა, რომელიც ქმნის უკრაინაში ინვესტიციების შესაძლებლობას - საკმაოდ წონიანს - ამის გარდა, უკრაინაში წარმოებების მნიშვნელოვანი მოდერნიზაციის [შესაძლებლობას] და, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, ჩვენს სახელმწიფოში იურიდიული პრაქტიკების მოდერნიზაციის [შესაძლებლობას]”, - განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ შეთანხმებაში არ არის დავალიანება და იქნება აღდგენის ფონდი, რომელიც უკრაინაში ინვესტირებას მოახდენს.
“ეს ამერიკასთან ერთად მუშაობაა და სამართლიან პირობებზე, როდესაც პარტნიორობაში ფულის შოვნა შეუძლია უკრაინის სახელმწიფოსაც და შეერთებულ შტატებსაც, რომლებიც დაცვაში გვეხმარებიან”, - განაცხადა ზელენსკიმ.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 1 მაისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.