ვოლოდიმირ ზელენსკი – მზად ვართ, აშშ-სგან საჰაერო თავდაცვის დამატებითი სისტემები ვიყიდოთ

მზად ვართ, აშშ-სგან საჰაერო თავდაცვის დამატებითი სისტემები ვიყიდოთ, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა.
„ამაზე გვისაუბრია აშშ-ის პრეზიდენტ, დონალდ ტრამპთან: უკრაინა უბრალოდ არ ითხოვს – მზად ვართ შესაბამისი [საჰაერო თავდაცვის] დამატებითი სისტემები ვიყიდოთ. სწორედ ძლიერი იარაღია ერთადერთი რამ, რასაც შეგიძლია ადამიანების სიცოცხლის დაცვა ანდო, როდესაც ისეთი მეზობელი გყავს, როგორიც რუსეთია“, – განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ საჰაერო თავდაცვა პირველი პრიორიტეტია და მადლობა გადაუხადა პარტნიორებს, რომლებიც უკვე ეხმარებიან უკრაინას.
„დღეს სწორედ აქედან, კრივი რიჰიდან, მივმართე „რამშტაინის” მონაწილეებს – ბრიუსელის სხდომაზე. ჩვენთვის მთავარია საჰაერო თავდაცვა, საჰაერო თავდაცვის დამატებითი სისტემები, მათი რაკეტები, რათა დავიცვათ ადამიანების სიცოცხლე, დავიცვათ ჩვენი ქალაქები. ძალიან დიდი იმედი გვაქვს პარტნიორების გადაწყვეტილებაზე – საჭიროა სისტემები, ისინი არსებობს მსოფლიოში, და საჭიროა პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომ საჰაერო თავდაცვამ იმუშაოს, იმუშაოს აქ, უკრაინაში,” – განაცხადა ზელენსკიმ.

ასევე დაგაინტერესებთ

ადვოკატი – გენერალურ პროკურატურაში გადაწყვეტილება არ არის მიღებული, გაუფორმდება თუ არა რომეო მიქაუტაძეს საპროცესო შეთანხმება – ასევე, ამ საკითხზე არანაირი არაფორმალური მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს

ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების მიხედვით, უმაღლეს და პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის უფლება 34150-მა აბიტურიენტმა მოიპოვა – მათგან 17 862 აბიტურიენტი სახელმწიფო უნივერსიტეტებში ჩაირიცხა