ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ვოლოდიმირ ზელენსკი კიევში ბულგარეთის პრემიერ-მინისტრს შეხვდა

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი კიევში ბულგარეთის პრემიერ-მინისტრს ნიკოლაი დენკოვს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტი ავრცელებს.
„დღეს, როგორც ყოველთვის, ბულგარეთის პრემიერ-მინისტრთან, ნიკოლაი დენკოვთან, ჩვენ პროდუქტიული და ძალიან კონკრეტული მოლაპარაკებები გავმართეთ“, - წერს ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელ X-ზე.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ ნიკოლაი დენკოვს შავი ზღვისა და დუნაის რეგიონში სავაჭრო გზების გაფართოებისა და ნორმალური ნავიგაციის აღდგენის პროცესში უკრაინის ძალისხმევის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ასეთ რთულ დროსაც კი, ყველა სირთულის მიუხედავად, ჩვენ ნორმალური ეკონომიკური ურთიერთობების უზრუნველყოფა მოვახერხოთ“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 26 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.