ვოლოდიმირ ზელენსკი კიევზე თავდასხმაზე – უკრაინას მეტი საჰაერო თავდაცვის სისტემა სჭირდება – ყველამ, ვინც პატივს ვცემთ და ვიცავთ ადამიანების სიცოცხლეს, ბოლო უნდა მოვუღოთ ამ ტერორს

უკრაინას სჭირდება მეტი საჰაერო თავდაცვის სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს ჩვენი ქალაქების უსაფრთხოებას და გადაარჩენს ადამიანების სიცოცხლეს, – ასე გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი რუსული ძალების მიერ კიევზე დღეს განხორციელებულ სარაკეტო შეტევას.
„რუსმა ტერორისტებმა ბალისტიკური რაკეტები გაუშვეს კიევში. სამწუხაროდ, ტიპური ურბანული უბნის სახლები დაზიანდა. დაშავებულია 5 ადამიანი. ნანგრევების გაწმენდა მიმდინარეობს. ვიმეორებთ, რომ უკრაინას სჭირდება მეტი საჰაერო თავდაცვის სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს ჩვენი ქალაქების უსაფრთხოებას და გადაარჩენს ადამიანების სიცოცხლეს. ყველა ჩვენგანმა, ვინც პატივს ვცემთ და ვიცავთ ადამიანების სიცოცხლეს, ბოლო უნდა მოვუღოთ ამ ტერორს“, – წერს ზელენსკი X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში.
კიევზე თავდასხმას უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულებაც გამოეხმაურა და მოკავშირეებს მოუწოდა, უკრაინას მეტი საჰაერო თავდაცვის სისტემები მიაწოდონ.
„ეს არის შეხსენება, რომ უკრაინას სასწრაფოდ სჭირდება მეტი საჰაერო თავდაცვა, განსაკუთრებით Patriot-ის სისტემები და რაკეტები, რომლებსაც შეუძლიათ ნებისმიერი რუსული თავდასხმის მოგერიება“, – აღნიშნა კულებამ.
შეგახსენებთ, რუსულმა ძალებმა დღეს კიევს ბალისტიკური რაკეტებით შეუტიეს. უკრაინელებმა ორივე ბალისტიკური რაკეტა ჩამოაგდეს. რაკეტების ნამსხვრევები დედაქალაქის ოთხ რაიონში ჩამოცვივდა. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, დაშავებულია 5 ადამიანი.

ასევე დაგაინტერესებთ

იაგო ხვიჩია: ნარკოტიკით გარდაცვლილი ყველა ადამიანი არის ჩვენი ხელისუფლების სინდისზე. რის გამოც ეს ადამიანი გარდაიცვალა, ხელისუფლების მოწყობილია. უაზრო ნარკოპოლიტიკით მოკლეს ადამიანი! (ვიდეო)

ტატა ხვედელიანი: ახლა, როდესაც მილოცვები დასრულდა და „ოცნებამ“ პროპაგანდაც აამუშავა, მთავარი კითხვა კვლავ პასუხგაუცემელია: რას ცვლის ეს გადაწყვეტილება სისტემურად და რა გარანტია გვაქვს, რომ მომავალ წელს ზუსტად იგივე პრობლემა აღარ განმეორდება?