ვოლოდიმირ ზელენსკი იულია სვირიდენკოს პრემიერ-მინისტრის პოსტის დაკავებას სთავაზობს

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ პირველ ვიცე-პრემიერს, ეკონომიკის მინისტრს, იულია სვირიდენკოს ქვეყნის პრემიერ-მინისტრის პოსტი შესთავაზა, - ამის შესახებ ზელენსკი „ტელეგრამზე“ იუწყება.
„ასევე განვიხილეთ კონკრეტული ზომები, რომლებსაც შეუძლიათ უკრაინის ეკონომიკური პოტენციალის გაძლიერება, უკრაინელების მხარდაჭერის პროგრამების გაფართოება და საკუთარი იარაღის წარმოების გაფართოება. ამ მიზნით, ჩვენ ვიწყებთ უკრაინაში აღმასრულებელი ხელისუფლების სისტემის ტრანსფორმაციას. იულია სვირიდენკოს უკრაინის მთავრობის ხელმძღვანელობა და მისი მუშაობის მნიშვნელოვნად განახლება შევთავაზე“, - აღნიშნა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, იმედოვნებს, რომ მთავრობის ახალ სამოქმედო გეგმას უახლოეს მომავალში წარადგენენ.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 14 ივლისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.