ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ვოლოდიმირ ზელენსკი იტალიაში ჩავიდა

ვოლოდიმირ ზელენსკი იტალიაში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი იტალიაში ჩავიდა. ამის შესახებ ინფორმაციას იტალიური ტელეარხი Rai News-ი ავრცელებს.
მათი ცნობით, ზელენსკიმ თავისი ვიზიტის ფარგლებში მონაწილეობა უნდა მიიღოს ქალაქ ჩერნობიოში დაგეგმილ ეკონომიკურ ფორუმში. ზელენსკი სიტყვით პანელურ დისკუსიაზე „რუსეთის აგრესია უკრაინის წინააღმდეგ” გამოვა.
ასევე აღინიშნება, რომ უკრაინის პრეზიდენტი ვიზიტის ფარგლებში შეხვედრას გამართავს იტალიის პრემიერ-მინისტრ ჯორჯია მელონისთან.
ცნობისთვის, 6 სექტემბერს ზელენსკი გერმანიაში ჩავიდა, სადაც პირადად დაესწრო „რამშტაინის“ ბაზაზე უკრაინის საკითხებზე საკონტაქტო ჯგუფის (ე.წ. რამშტაინის ფორმატი) სხდომას. ამის შემდეგ უკრაინის პრეზიდენტი გერმანიის კანცლერს, ოლაფ შოლცს შეხვდა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 6 სექტემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.