ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ვოლოდიმირ ზელენსკი - ირანში კონფლიქტმა შესაძლოა, უკრაინისთვის იარაღის მიწოდება შეანელოს

ვოლოდიმირ ზელენსკი - ირანში კონფლიქტმა შესაძლოა, უკრაინისთვის იარაღის მიწოდება შეანელოს

ირანში კონფლიქტმა, შესაძლოა, უკრაინისთვის იარაღის მიწოდება შეანელოს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ Corriere della Sera-სთან ინტერვიუში განაცხადა.

ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, გასულ წელს, 12-დღიანი ომის დროს უკრაინისთვის იარაღის მიწოდების პროგრამების მუშაობა შენელდა.

„ჯერჯერობით ეს არ მომხდარა, მაგრამ ვშიშობ, რომ ეს შესაძლოა კვლავ მოხდეს“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

ასევე, ზელენსკის ცნობით, უკრაინის, აშშ-ისა და რუსეთის წარმომადგენლებს შორის სამმხრივი შეხვედრის მორიგი რაუნდი კვლავ მარტის დასაწყისშია დაგეგმილი.

„სამმხრივი შეხვედრის გადადება არ მომხდარა, ირანზე შეტევის მიუხედავადაც კი, ამიტომ, მჯერა, რომ იგი გეგმის მიხედვით, შესაძლოა, 5 ან 6 მარტს გაიმართოს. შესაძლოა, აბუ-დაბიში აღარ ჩატარდეს. მე უპირატესობას ჟენევას ვანიჭებ, რადგან ომი ჩვენს კონტინენტზეა“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 3 მარტი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.