„ილ-76“-ის ჩამოვარდნაზე – დაჟინებით მოითხოვს საერთაშორისო გამოძიებას

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, აუცილებელია ყველა ფაქტის დადგენა და გამოძიების ჩატარება რუსული „ილ-76“ თვითმფრინავის ჩამოვარდნასთან დაკავშირებით.
მისი თქმით, თავდაცვის მინისტრმა რუსტემ უმეროვმა, უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ვალერი ზალუჟნიმ, დაზვერვის მთავარი სამმართველოს უფროსმა კირილ ბუდანოვმა, უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა, ვასილი მალიუკმა და უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, სერგეი შაპტალამ თვითმფრინავთან და ტყვეების გაცვლასთან დაკავშირებული ვითარების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს.
„ჩვენ უნდა დავადგინოთ ყველა მკაფიო ფაქტი, რამდენადაც ეს შესაძლებელია, იმის გათვალისწინებით, რომ თვითმფრინავი რუსეთის ტერიტორიაზე, ჩვენი კონტროლის მიღმა, ჩამოვარდა.”ფაქტები” ახლა მთავარი სიტყვაა. დავავალე საგარეო საქმეთა მინისტრს, საერთაშორისო პარტნიორებს მიაწოდოს ინფორმაცია იმ მონაცემების შესახებ, რაც უკრაინას აქვს. ჩვენი სახელმწიფო დაჟინებით მოითხოვს საერთაშორისო გამოძიებას“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
შეგახსენებთ, 24 იანვარს, რუსეთის ბელგოროდის ოლქის კოროჩანსკის რაიონში „ილ-76“ ტიპის სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი ჩამოვარდა. რუსულმა მედიამ გაავრცელა რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, ანდრეი კარტაპოლოვის განცხადება, რომ თვითმფრინავში, სავარაუდოდ, ათობით უკრაინელი სამხედრო იმყოფებოდა, რომლებიც გასაცვლელად გადაჰყავდათ. უკრაინის დაზვერვის მთავარმა სამმართველომ მხოლოდ დაადასტურა, რომ ტყვეების გაცვლა 24 იანვარს იგეგმებოდა.

ასევე დაგაინტერესებთ

მაკა ბოჭორიშვილი დუბროვნიკის ფორუმზე – საქართველო ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითია, რომ პრაქტიკაში ვისაუბროთ მულტივექტორული დიპლომატიის მნიშვნელობაზე – ბრიუსელის მცდელობა კი, იზოლაციის პოლიტიკით გვიპასუხოს, სტრატეგიული შეცდომაა

შიო III აბიტურიენტებს – გლოცავთ დიდი სიყვარულით, გისურვებთ ღვთის შეწევნას და წარმატებას მისაღებ გამოცდებში – გახსოვდეთ, რომ ცოდნა არის ძალიან დიდი საუნჯე, რომელიც ადამიანს ამაღლებს და ცხოვრების გზაზე წინსვლის საშუალებას აძლევს