ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ვოლოდიმირ ზელენსკი - თუ დონალდ ტრამპი სერიოზულ ნაბიჯებს გადადგამს, ზოგიერთი ევროპული ქვეყანა რუსულ ენერგორესურსებზე უარს იტყვის

ვოლოდიმირ ზელენსკი - თუ დონალდ ტრამპი სერიოზულ ნაბიჯებს გადადგამს, ზოგიერთი ევროპული ქვეყანა რუსულ ენერგორესურსებზე უარს იტყვის

თუ დონალდ ტრამპი სერიოზულ ნაბიჯებს გადადგამს, მაშინ ზოგიერთი ევროპული ქვეყანა რუსულ ენერგორესურსებზე უარს იტყვის, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
„ამის მიღწევა რთული პროცესია. მთავარი შედეგია. ვფიქრობ, თუ პრეზიდენტი ტრამპი სერიოზულ ნაბიჯებს გადადგამს, ეს ზოგიერთ ევროპულ ქვეყანას, რომლებიც რუსეთთან ენერგოვაჭრობით არიან დაკავებული, ამისკენ უბიძგებს“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
მისი თქმით, აშშ-ის მხრიდან სერიოზული ნაბიჯების გადადგმის შემდეგ რუსულ ენერგორესურსებზე სლოვაკეთიც უარს იტყვის.
„ორბანი მარტო ვერ დარჩება. საქმე მხოლოდ ორბანსა და უნგრეთს არ ეხება. არის რამდენიმე ქვეყანა, რომლებიც ამ ყველაფრისთვის, „რუსული“ ენერგორესურსებისთვის შესაბამის ინფრასტრუქტურას უზრუნველყოფენ. გვსურს, რომ ეს პროცესები ერთმანეთს არ დაუკავშირდეს. ისინი პარალელურად უნდა განვითარდეს, რათა მშვიდობას უფრო სწრაფად მივაღწიოთ“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 20 სექტემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.