ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ვოლოდიმირ ზელენსკი თურქეთში ჩადის

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი დღეს თურქეთს ეწვევა, - ინფორმაციას უკრაინული მედია თურქეთის პრეზიდენტის კომუნიკაციების დირექტორატზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ზელენსკი თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ ერდოღანს შეხვდება და ლიდერები რუსეთ-უკრაინის ომის, მარცვლეულის შეთანხმების, რეგიონში მშვიდობის პერსპექტივებისა და ორმხრივი ურთიერთობების გაძლიერების საკითხებს განიხილავენ.
„ვიზიტის ფარგლებში დეტალურად განიხილება ომის მიმდინარეობა, რომელიც გრძელდება რუსეთსა და უკრაინას შორის, მარცვლეულის დერეფნის შესახებ შეთანხმების გაგრძელების შესახებ კონტაქტებთან დაკავშირებით არსებული ვითარება, ასევე რეგიონში მდგრადი მშვიდობის ძიება“, - ნათქვამია თურქეთის პრეზიდენტის კომუნიკაციების დირექტორატის განცხადებაში.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 8 მარტი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.