ვოლოდიმირ ზელენსკი თეთრ სახლში კამათზე – არ ვარ დარწმუნებული, რომ რაიმე დავაშავეთ – უკრაინასა და აშშ-ს შორის ურთიერთობა ორ პრეზიდენტზე მეტია

არ ვარ დარწმუნებული, რომ რაიმე დავაშავეთ, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა.
კითხვაზე, უნდა მოუხადოს თუ არა ბოდიში ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს, მას შემდეგ, რაც ოვალურ კაბინეტში მოხდა, უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ იგი აშშ-ის პრეზიდენტსა და ამერიკელ ხალხს პატივს სცემს.
„მე პრეზიდენტსა და ამერიკელ ხალხს პატივს ვცემ. ვფიქრობ, ღია და გულწრფელები უნდა ვიყოთ, მაგრამ არ ვარ დარწმუნებული, რომ რაიმე დავაშავეთ. დემოკრატიისა და მედიის მიმართ მთელი პატივისცემით ვფიქრობ, ჩვენ უკრაინის პოზიცია უნდა გავიგოთ“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
მისი თქმით, ის რაც თეთრ სახლში მოხდა „ცუდი სიტუაცია იყო“.
„ვფიქრობ, ცუდი სიტუაცია იყო. მედიისთვის ყოველთვის ღია ვარ, მაგრამ ეს დახურულ კარს მიღმა უნდა მომხდარიყო. მინდა, პარტნიორებმა სწორად გაგვიგონ“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.
კითხვაზე, შეიძლება თუ არა მომხდარის შემდეგ დონალდ ტრამპთან ურთიერთობის გადარჩენა, უკრაინის პრეზიდენტმა უპასუხა, რომ უკრაინასა და აშშ-ს შორის ურთიერთობა ორ პრეზიდენტზე მეტია.
„დიახ, რა თქმა უნდა. ურთიერთობა ორ პრეზიდენტზე მეტია. საუბარია ისტორიულ ურთიერთობაზე, ჩვენს ხალხებს შორის მტკიცე ურთიერთობაზე. სწორედ ამიტომ გადავუხადე თქვენს ხალხს ჩვენი ხალხისგან მადლობა. თქვენი ხალხი ჩვენს ხალხს გადარჩენაში დაეხმარა“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.
შეგახსენებთ, 28 თებერვალს, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ის პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან და ვიცე-პრეზიდენტთან, ჯეი დი ვენსთან ხმამაღალი კამათის შემდეგ თეთრი სახლი დროზე ადრე დატოვა. მომხდარის შემდეგ დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ვოლოდიმირ ზელენსკი „მშვიდობისთვის მზად არ არის“.

ასევე დაგაინტერესებთ

მიხაილ გალუზიმი – თბილისზე უპრეცედენტო გარე ზეწოლამ და ულტიმატუმებმა, რომ რუსეთთან თანამშრომლობაზე უარი თქვას, ის შედეგი არ გამოიღო, რისი იმედიც დასავლეთს ჰქონდა – ვცდილობთ საქართველოსთან ურთიერთპატივისცემაზე დამყარებული ურთიერთობები ავაშენოთ

გია ბარამიძე: ხეობის გზის დასაწყისში, შემთხვევით ერთმანეთს გადავეყარეთ და გიგა ბოკერია და მე ერთად მოვდიოდით ჭუბერის გზაზე და თუ რამე სირთულე იყო, ერთად გადავლახეთ. ეს ქალი საერთოდ არ მინახავს…