ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ვოლოდიმირ ზელენსკი - ვისაც მოლაპარაკებები სურს, მშვიდობიან მოსახლეობას ბალისტიკური რაკეტებით თავს განზრახ არ ესხმის

ვოლოდიმირ ზელენსკი - ვისაც მოლაპარაკებები სურს, მშვიდობიან მოსახლეობას ბალისტიკური რაკეტებით თავს განზრახ არ ესხმის

ვისაც მოლაპარაკებები სურს, მშვიდობიან მოსახლეობას ბალისტიკური რაკეტებით თავს განზრახ არ ესხმის. იმისათვის, რომ ვაიძულოთ რუსეთი შეაჩეროს თავდასხმები, ჩვენ გვჭირდება უფრო მეტი კოლექტიური ძალა მსოფლიოსგან, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
მისი თქმით, უკრაინა იბრძვის ნორმალური და უსაფრთხო ცხოვრებისთვის, რომელსაც იმსახურებს და სამართლიანი და საიმედო მშვიდობისთვის.
„გვინდა, რომ ეს ომი დასრულდეს, მაგრამ რუსეთი ამას არ აკეთებს და აგრძელებს საჰაერო ტერორს: გასული კვირის განმავლობაში, 1 050-ზე მეტი თავდასხმის დრონი, 1 300-მდე საჰაერო ბომბი და 20-ზე მეტი რაკეტა გაუშვეს უკრაინაში ქალაქების გასანადგურებლად და ადამიანების დასახოცად“, - აღნიშნა ზელენსკიმ.
მისი თქმით, კიევის საჰაერო თავდაცვის გაძლიერება, მისი არმიის მხარდაჭერა და უსაფრთხოების ეფექტური გარანტიები შეუძლებელს გახდის რუსული აგრესიის დაბრუნებას. „ეს არის ის, რაზეც ჩვენ უნდა გავამახვილოთ ყურადღება. სამართლიანობამ უნდა გაიმარჯვოს“, - დასძინა ზელენსკიმ.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 3 მარტი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.