ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ვოლოდიმირ ზელენსკი - ვგრძნობთ, რომ ამერიკას ომის დასრულებაზე საბოლოო შეთანხმების მიღწევა სურს - უკრაინა არასდროს ყოფილა და არც იქნება დაბრკოლება მშვიდობისთვის

ვოლოდიმირ ზელენსკი - ვგრძნობთ, რომ ამერიკას ომის დასრულებაზე საბოლოო შეთანხმების მიღწევა სურს - უკრაინა არასდროს ყოფილა და არც იქნება დაბრკოლება მშვიდობისთვის

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინა გრძნობს, რომ შეერთებულ შტატებს ომის დასრულებასთან დაკავშირებით საბოლოო შეთანხმების მიღწევა სურს.
„უკრაინა არასდროს ყოფილა და არც იქნება დაბრკოლება მშვიდობისთვის. აქტიურად ვმუშაობთ და ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ დოკუმენტები იყოს და იყოს რეალური. მთავარია, რუსეთმა არ ჩაშალოს ეს დიპლომატია და 100%-ით სერიოზულად იყოს განწყობილი ომის დასრულების მიმართ“, - აღნიშნა ზელენსკიმ.
მისი თქმით, საჭიროა რუსეთზე ზეწოლის გაგრძელება, რათა მან უკრაინის წინააღმდეგ აგრესია შეწყვიტოს.
„მსოფლიოს აქვს ყველა ინსტრუმენტი იმის უზრუნველსაყოფად, რომ ზეწოლამ იმუშაოს, მშვიდობა დამყარდეს“, - აღნიშნა ზელენსკიმ.
შეგახსენებთ, 21 დეკემბერს, უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა, რუსტემ უმეროვმა და აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა სტივ უიტკოფმა განაცხადეს, რომ ფლორიდაში ბოლო სამი დღის განმავლობაში ამერიკელ და ევროპელ პარტნიორებთან შეხვედრები პროდუქტიული და კონსტრუქციული იყო. გუშინ უმეროვმა და გნატოვმა პრეზიდენტ ზელენსკის შეერთებულ შტატებში გამართული შეხვედრების შედეგები გააცნეს.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 24 დეკემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.