არქივი18 მაისი, 2025, 16:06
ვოლოდიმირ ზელენსკი ვატიკანში ჯეი დი ვენსს შეხვდა

ვატიკანში პაპ ლეო XIV-ის ინტრონიზაციის ცერემონიაზე უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსს შეხვდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
მედია ავრცელებს ფოტოს, სადაც უკრაინის პრეზიდენტი და აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ერთმანეთს ხელს ართმევენ და წერს, რომ ისინი 28 თებერვალს, თეთრ სახლში კამათის შემდეგ პირველად შეხვდნენ ერთმანეთს.
ვატიკანში დღეს პაპი ლეო XIV-ის ინტრონიზაციის ცერემონია გაიმართა. საზეიმო ღონისძიებას სხვადასხვა ქვეყნის ლიდერები და ოფიციალური პირები დაესწრნენ.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 18 მაისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.