ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ვოლოდიმირ ზელენსკი - ვამზადებთ შეხვედრებსა და დოკუმენტებს, რომლებიც აუცილებლად გახდება სიახლე უახლოეს კვირებში

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინა აგრძელებს პარტნიორების ახალი ვიზიტების მომზადებას და უსაფრთხოების შეთანხმებებს.
„ჩვენ ვამზადებთ შეხვედრებსა და დოკუმენტებს, რომლებიც აუცილებლად გახდება სიახლე უახლოეს კვირებში : ჩვენი პარტნიორების ახალი ვიზიტები უკრაინაში, ახალი უსაფრთხოების შეთანხმებები ჩვენი სახელმწიფოსა და ზოგადად ევროპაში ცხოვრებისთვის. რა თქმა უნდა, ვაგრძელებთ ევროკავშირთან მოლაპარაკებების ფაქტობრივი დაწყების მომზადებას ივნისისთვის“, - აღნიშნა ზელენსკიმ.
მისი თქმით, უკრაინამ თავისი ვალდებულებები შეასრულა და იგივე აქტივობას – ეფექტურ საქმიანობას – პარტნიორებისგან ელის.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ ასევე აღნიშნა, რომ მიმდინარეობს მზადება პირველი გლობალური სამშვიდობო სამიტისთვის და ის ესაუბრა ესპანეთის, ბელგიის, ლატვიის, ფინეთისა და კაბო-ვერდეს ლიდერებს.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 8 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.