ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ვოლოდიმირ ზელენსკი - „ვაგნერელების“ ვენესუელაში ყოფნის შესახებ ცნობები რუსეთის სხვა ქვეყნების შიდა საქმეებში ჩარევის მაგალითია

„ვაგნერელების“ ვენესუელაში ყოფნის შესახებ ცნობები რუსეთის სხვა ქვეყნების შიდა საქმეებში ჩარევის მაგალითია, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი „ტვიტერის“ პირად გვერდზე წერს.
„შეშფოთებას იწვევს ვენესუელაში სამთავრობო ჯარებთან ერთად „ვაგნერის“ რუსი დაქირავებული მებრძოლების ყოფნის შესახებ ცნობები. სადაც არ უნდა წავიდნენ ეს ავაზაკები, მათ მოაქვთ სიკვდილი და დესტაბილიზაცია.
ეს რუსეთის სხვა ქვეყნების საქმეებში უსირცხვილო ჩარევის, ასევე მთელი მსოფლიოს მასშტაბით ქაოსის თესვის ჩვეული სტრატეგიის ნათელი მაგალითია.
ვგმობთ მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალის გამოყენებას და ყველას ერის არჩევანის პატივისცემისკენ მოვუწოდებთ. ნამდვილი ლიდერები საკუთარ ერს დაქირავებული მებრძოლების ზურგს უკან არ ემალებიან“, - წერს ზელენსკი.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 3 აგვისტო, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.