ვოლოდიმირ ზელენსკი – ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს ხელმძღვანელმა შემატყობინა, რომ რუსულ მხარეს მომდევნო შეხვედრა მომდევნო კვირას შესთავაზა – მოლაპარაკებების დინამიკა გასაზრდელია

“ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს ხელმძღვანელმა უმეროვმა შემატყობინა, რომ რუსულ მხარეს მომდევნო შეხვედრა მომდევნო კვირას შესთავაზა. მოლაპარაკებების დინამიკა გასაზრდელია. ყველაფერია გასაკეთებელი ცეცხლის შეწყვეტის მისაღწევად. და რუსულ მხარემ გადაწყვეტილებებისგან დამალვა უნდა შეწყვიტოს,” – განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტმა ასევე ტყვეების კიდევ ერთი გაცვლა დააანონსა.
“გრძელდება რუსულ მხარესთან საუბარი გაცვლებზე – ვაგრძელებთ სტამბოლში ბოლო შეხვედრის ვალდებულებების შესრულებას. ახლა გუნდი კიდევ ერთ გაცვლაზე მუშაობს…
ტყვეთა გაცვლა. ბავშვების დაბრუნება. მკვლელობების შეწყვეტა. და საჭიროა ლიდერების დონეზე შეხვედრა, რათა რეალურად უზრუნველვყოთ მშვიდობა – ნამდვილად ხანგრძლივი. უკრაინა მზად არის ასეთი შეხვედრისთვის”,- განაცხადა ზელენსკიმ.

ასევე დაგაინტერესებთ

შოთა დიღმელაშვილი: მსოფლიოს გარშემო ამ ტაუერებზე სახელის ლიცენზია ბევრჯერ დაკარგულა, ბევრჯერ თავად პროექტი გაჩერებულა, ბათუმის ტრამპ ტაუერის პროექტს ივანიშვილი “ტრიუკს” უწოდებდა. ამ ფაქტების ერთობლიობიდან გამომდინარე შეგვიძლია თამამად ვივარაუდოთ, რომ …

ზურაბ ჯაფარიძე: ზურაბ ჯაფარიძე: გავერთე და ფასები შევადარე ტრამპ თაუერის 1 კვ/მ-ზე დაანონსებულ ფასში, შეგიძლია იყიდო ბინა/აპარტამენტი: მადრიდში, ბარსელონაში, ლისაბონში, რომში, მილანში, ათენში…