ვოლოდიმირ ზელენსკი – ევროკავშირში უკრაინის წევრობას მხოლოდ უნგრეთი ბლოკავს

ევროკავშირში უკრაინის წევრობას მხოლოდ უნგრეთი ბლოკავს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.
„რაც შეეხება ევროკავშირს, ევროკავშირში უკრაინის წევრობაზე გადაწყვეტილებას ერთი ქვეყანა ბლოკავს. ეს ქვეყანა უნგრეთია“, – განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ომის დასრულების შესახებ საბოლოო შეთანხმებაში გარანტიები იქნება, მათ შორის ეკონომიკური ხასიათის, და ამის შესახებ ამერიკელმა პარტნიორებმაც იციან.
„უკრაინისთვის ეკონომიკური გარანტიების N1 პუნქტი ევროკავშირში წევრობაა. ალტერნატივებისა და განხილვის გარეშე. არც აშშ, არც ევროკავშირის წევრები, რომლებმაც ასევე იციან ამის შესახებ, არავინ არაა წინააღმდეგი. ყველა მხარს უჭერს ამას, ერთი ქვეყნის გარდა“, – განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, უნგრეთის ხელისუფლება საბოლოო გადაწყვეტილების მიღების მომენტში „აშშ-ის პოლიტიკას დააკვირდება“.

ასევე დაგაინტერესებთ

მაია კოხტაშვილი: მადლობა საქართველო! მადლობა ჩემო ძვირფასო ახმეტელებო, ჩემო გატანჯულო პაციენტებო – ამ წარმოუდგენელი გაჭირვების დროს ასე, რომ დაიცავით თქვენი მაია ექიმი, ამხელა სითბო რომ დამახვედრეთ ჯოჯოხეთიდან გამოსულს, ასე რომ წამომაყენეთ ფეხზე