ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ვოლოდიმირ ზელენსკი დღეს მარკ რუტეს და კირ სტარმერს შეხვდება

ვოლოდიმირ ზელენსკი დღეს მარკ რუტეს და კირ სტარმერს შეხვდება

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი დღეს ლონდონში ნატო-ს გენერალურ მდივანს მარკ რუტეს და გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრს კირ სტარმერს შეხვდება, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
სტარმერის პრესსპიკერის განცხადებით, ზელენსკის ლონდონში ჩასვლა მარკ რუტეს ვიზიტს დაემთხვევა.
”სტარმერი დაადასტურებს, რომ გაერთიანებული სამეფო მხარს უჭერს უკრაინას რუსული აგრესიის ფონზე,” - განუცხადა ჟურნალისტებს ბრიტანეთის პრემიერის პრესსპიკერმა.
ცნობისთვის, უკრაინის მოკავშირეთა სამიტი „რამშტაინში“ გადაიდო მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა გერმანიაში ვიზიტი აშშ-ში მოსალოდნელი ქარიშხალ „მილტონის“ გამო გააუქმა.
ვოლოდიმირ ზელენსკი გუშინ ხორვატიაში იმყოფებოდა, პარასკევს კი ის რომის პაპ ფრანცისკეს შეხვდება.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 10 ოქტომბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.