ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ვოლოდიმირ ზელენსკი დღეს ბერლინს ეწვევა

ვოლოდიმირ ზელენსკი დღეს ბერლინს ეწვევა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დღეს ბერლინს ეწვევა, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი გერმანიის მთავრობის წარმომადგენელზე დაყრდნობით ავრცელებს.
Reuters-ის ცნობით, ზელენსკი ბერლინში გერმანიის კანცლერთან, ფრიდრიხ მერცთან ერთად აშშ-ის პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან დაგეგმილ ვირტუალურ შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას.
ფრიდრიხ მერცის მოწვევით დაგეგმილ ვირტუალურ შეხვედრაში აშშ-ისა და უკრაინის პრეზიდენტების გარდა, მონაწილეობას ნატო-ს გენერალური მდივანი, ფინეთის, საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთის, იტალიის, პოლონეთისა და ევროკავშირის ლიდერები მიიღებენ.
უკრაინულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრა კიევის დროით 15:00 საათზე (თბილისის დროით 16:00 საათი) დაიწყება.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 13 აგვისტო, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.