– დონალდ ტრამპს შეუძლია შეაჩეროს პუტინი – მას ნამდვილად სურს ომის დასრულება

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს შეუძლია გადამწყვეტი იყოს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომში და შეაჩეროს , – უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
“ტრამპს შეუძლია გადამწყვეტი იყოს. ვფიქრობ, რომ ჩვენთვის ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. მას შეუძლია გადამწყვეტი იყოს ამ ომში. მას შეუძლია შეაჩეროს პუტინი – უფრო სწორად, დაგვეხმაროს პუტინის შეჩერებაში. მას შეუძლია ამის გაკეთება“, – განაცხადა ზელენსკიმ.
მისი თქმით, უკვე რამდენჯერმე ესაუბრა -ის არჩეულ პრეზიდენტს. მისი აზრით, ტრამპი “ძლიერი და არაპროგნოზირებადია”.
“ვისურვებდი, რომ პრეზიდენტ ტრამპის არაპროგნოზირებადობა, პირველ რიგში, რუსეთის ფედერაციას შეეხოს. ვთვლი, რომ მას ნამდვილად სურს ომის დასრულება. მჯერა, რომ ეს სიმართლეა“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა ნათელაშვილი: ეს ბიძინას შეშლილი სათამაშო ნახეთ. სტარმერმა ბრიტანეთის ლეიბორისტული პარტია ორი მესამედით მოიყვანა 2029 წლამდე ხელისუფლების სათავეში და ტრიუმფატორად შევიდა ისტორიაში

სერგეი ლავროვი: ზელენსკი ფიურერია, რომელიც როლზე მოყვარულთა ჯგუფიდან დანიშნეს, მაგრამ, როგორც ხედავთ, ეს როლი მისთვის ჩამთრევი აღმოჩნდა – ევროპის ამჟამინდელი ელიტები არ მალავენ, რომ ჩვენთან ომისთვის ემზადებიან