არქივი13 ივლისი 2024, 12:05
ვოლოდიმირ ზელენსკი დიდ ბრიტანეთსა და ირლანდიას ეწვევა
ვოლოდიმირ ზელენსკი დიდ ბრიტანეთსა და ირლანდიას ეწვევა, - ამის შესახებ ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.
უკრაინის პრეზიდენტი ხუთშაბათს ოქსფორდშირის საგრაფოში ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტს დაესწრება, რომელიც ბლენჰეიმის სასახლეში გაიმართება.
ასევე, შაბათს, 13 ივლისს უკრაინის პრეზიდენტი ირლანდიაში ჩავა და პრემიერ-მინისტრ საიმონ ჰარისს შეხვდება.
ცნობისთვის, ეს აღნიშნულ ფორმატში მსოფლიო ლიდერების მეოთხე შეხვედრა იქნება.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 13 ივლისი 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.