ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ვოლოდიმირ ზელენსკი დავოსში ენტონი ბლინკენს შეხვდა

ვოლოდიმირ ზელენსკი დავოსში ენტონი ბლინკენს და ჯეიკ სალივანს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტი ავრცელებს.
„მე სახელმწიფო მდივანს, ენტონი ბლინკენს შევხვდი და ამერიკის შეერთებული შტატების, პრეზიდენტ ბაიდენის, კონგრესისა და ამერიკელი ხალხის მიერ უკრაინის ურყევი მხარდაჭერისთვის და ლიდერობისთვის მადლობა გადავუხადე“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ შეხვედრაზე უკრაინაში საერთაშორისო ინვესტიციების გაზრდის გზები განიხილა და განსაკუთრებული ყურადღება თავდაცვის სფეროში წარმოების გაზრდას დაეთმო.
„აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, ენტონი ბლინკენს და ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველს, ჯეიკ სალივანს, რომელიც შეხვედრაზე იმყოფებოდა, ბრძოლის ველზე არსებული ვითარების, ამ წელს უკრაინის თავდაცვის ძალების მთავარი ამოცანებისა და მათ მისაღწევად საჭირო საშუალებების შესახებ შევატყობინე“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 16 იანვარი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.