ვოლოდიმირ ზელენსკი – დავბრუნდი უკრაინაში – იქნება მხარდაჭერის მეტი პაკეტები

დავბრუნდი უკრაინაში, ახლა ლვოვში ვიმყოფები ევროკავშირის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით და სხვა რაღაცებით, რაც გააძლიერებს უკრაინის საჰაერო თავდაცვას, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომელმაც უკრაინელ ხალხს ლვოვიდან მიმართა და უკრაინის მხარდაჭერის ახალ პაკეტებზე ისაუბრა.
„იქნება მხარდაჭერის მეტი პაკეტები. მიღებულია ძლიერი გადაწყვეტილებები: დანია – მილიარდი დოლარის პაკეტი ცის, არტილერიის დასაცავად და ბევრად მეტი რამ. ნორვეგია: 400 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების ახალი პაკეტი. ახალ პაკეტს ფინეთიც ამზადებს. ისლანდია ამზადებს გრძელვადიან ფინანსურ მხარდაჭერას – ძალიან მნიშვნელოვან პროგრამას. ახალი პაკეტი შვედეთისგანაც“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტმა არგენტინაში მისი ვიზიტის შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქვეყანა იწყებს ურთიერთობებს ლათინური ამერიკის მთელ რეგიონთან. ამასთან, ზელენსკიმ ვაშინგტონში მისი ვიზიტიც ახსენა და განაცხადა : „მოველით, რომ კონგრესი მიიღებს აუცილებელ გადაწყვეტილებას უახლოეს მომავალში“.

ასევე დაგაინტერესებთ

თამო კეშელავა: გველესიანს ჰგონია, რომ 42 კილო ბარგი უფასოდ გაატანეს საზღვარზე – არა, ბიჭი, ეგეთ ქვეყნებში, შენნაირების ბარგის ფულს მერე ერთი-ორად იღებენ ღატაკი, საწყალი ხალხიდან, ხან პურით… ხან სისხლით, თავისუფლებით და სიცოცხლით!