ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ვოლოდიმირ ზელენსკი გერმანიაში ჩავიდა

ვოლოდიმირ ზელენსკი გერმანიაში ჩავიდა, - ამის შესახებ ინფორმაციას Sky News-ი ავრცელებს.
Sky News-ის ცნობით, უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი გერმანიის კანცლერთან, ფრიდრიხ მერცთან უკრაინაში ომის დასრულების საკითხზე მოლაპარაკებებს გამართავს.
ამასთან, ფრიდრიხ მერცთან მოლაპარაკებების შემდეგ ვოლოდიმირ ზელენსკი გერმანიის პრეზიდენტ ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს შეხვდება.
ცნობისთვის, მანამდე გამოცემა BILD-მა ინფორმაცია გაავრცელა, რომ 2 500 კილომეტრამდე მანძილზე მოქმედი ფრთოსანი რაკეტების დამოუკიდებელი შემუშავებისა და მასობრივი წარმოებისთვის გერმანიის მთავრობა უკრაინის სამხედრო ინდუსტრიისთვის მილიონობით ევროს გამოყოფას გეგმავს.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 28 მაისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.