ვოლოდიმირ ზელენსკი – ბრძოლის ველზე დავამტკიცეთ, რომ შეგვიძლია რუსეთს უკან დახევა ვაიძულოთ – მოქმედებების ლიმიტს მხოლოდ იარაღის საკმარისი რაოდენობა და დიაპაზონი აწესებს, მაგრამ ეს ჩვენზე არ არის დამოკიდებული

მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას ვოლოდიმირ ზელენსკიმ დასავლეთის სახელმწიფოებს სამხედრო დახმარების გაზრდისკენ მოუწოდა.
„ბრძოლის ველზე დავამტკიცეთ, რომ ჩვენ შეგვიძლია რუსეთს უკან დახევა ვაიძულოთ. ამით ჩვენ რუსული მითი გავანადგურეთ იმის შესახებ, რომ უკრაინა ამ ომს ვერ მოიგებს“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
„ჩვენ შეგვიძლია ჩვენი მიწა დავიბრუნოთ, პუტინი კი შეიძლება დამარცხდეს. ეს ბრძოლის ველზე უკვე არაერთხელ მოხდა. ჩვენი მოქმედებების ლიმიტს მხოლოდ იარაღის საკმარისი რაოდენობა და დიაპაზონი აწესებს. მაგრამ ეს ჩვენზე არ არის დამოკიდებული და ავდიივკაში სიტუაცია ამას ადასტურებს“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.
უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ იარაღის, განსაკუთრებით საარტილერიო და შორი დისტანციის იარაღის, ხელოვნური დეფიციტის მდგომარეობაში უკრაინის ყოფნა პუტინს საშუალებას აძლევს, რომ საომარი მოქმედებების ამჟამინდელ ინტენსივობას მოერგოს.
„დემოკრატიების თვითდასუსტება ჩვენს საერთო შედეგებს უთხრის ძირს“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

ასევე დაგაინტერესებთ

“ჯივიპი” – რუსთაველის გამზირზე კონტრაქტორი კომპანიის თვითმცლელმა ტრანშიის კიდესთან ახლოს იმოძრავა, რამაც ნიადაგის ჩამოშლა და ტექნიკის მოცურება გამოიწვია, გადაბრუნდა ავტომანქანა – თვითმცლელში იმყოფებოდა მცირეწლოვანი ბავშვი

ირაკლი კობახიძე: 2020 წლის შემდეგ, ყოველწლიურად ფიქსირდება მკვლელობების სტატისტიკის შემცირება, რაც შეეხება 2012 წლამდე პერიოდთან შედარებას, სამჯერ არის საშუალოდ შემცირებული, ეს არის ფაქტები და დანარჩენი სამარცხვინო სპეკულაციებია