ვოლოდიმირ ზელენსკი - არის მადუროს მაგალითი, დაე, ამერიკელებმა ჩაატარონ ოპერაცია კადიროვთან, ამ მკვლელთან, შეიძლება პუტინმა დაინახოს და დაფიქრდეს

დაე, აშშ-მა ოპერაცია ჩაატაროს კადიროვთან, მაშინ შეიძლება, პუტინმა დაინახოს და დაფიქრდეს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.
“ამერიკელები, ვთვლი, პროდუქტიულები არიან. კარგი შედეგები გვაქვს, მაგრამ ბოლომდე ზეწოლა არ არის. რუსეთზე უნდა მოახდინონ ზეწოლა. ინსტრუმენტები გააჩნიათ, შეუძლიათ. როდესაც ძალიან უნდათ, შეუძლიათ, იპოვონ. მთავარია, რომ უკრაინა იყოს მათთვის პრიორიტეტი…
აგერ, მადუროს მაგალითი. ჩაატარეს ოპერაცია. შედეგი ყველამ ნახა, მთელმა მსოფლიომ. სწრაფად გააკეთეს ეს. დაე, რაღაც ოპერაცია ჩაატარონ კადიროვთან, ამ მკვლელთან. შეიძლება მაშინ პუტინმა დაინახოს ეს და დაფიქრდეს”, - განაცხადა ზელენსკიმ.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 7 იანვარი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.