– აბსოლუტურად სამართლიანია, რომ რუსეთის ცა არ იყო მშვიდი

აბსოლუტურად სამართლიანია, რომ რუსეთის ცა, აგრესორის ცა დღესაც არ იყო მშვიდი, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
„აბსოლუტურად სამართლიანია, რომ რუსეთის ცა, აგრესორის ცა, დღესაც არ იყო მშვიდი. ჩვენი წინადადება დარტყმების შეჩერების, ცეცხლის მინიმუმ 30 დღით შეწყვეტის შესახებ ძალაში რჩება – ჩვენ არ ვხსნით ამ წინადადებას, რომელმაც, შეიძლება, შანსი მისცეს დიპლომატიას, მაგრამ სწორედ რუსეთიდან არ ხედავს მსოფლიო არანაირ რეაქციას – არანაირ რეაქციას, გარდა ახალი დარტყმებისა“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
მისი თქმით, რუსეთმა უნდა დაასრულოს თავისი აგრესია და ეს მოუწევს.
„ეს მხოლოდ დროის საკითხია. ომი ყველასთვის დანაკარგია, მათ შორის აგრესორისთვისაც“, – განაცხადა ზელენსკიმ.
7 მაისს რუსეთის ტერიტორიაზე დრონებით თავდასხმის გამო, რამდენიმე რუსულმა ავიაკომპანიამ ათობით რეისი გააუქმა. 7 მაისის ღამეს, რუსეთის რამდენიმე რეგიონში თავდაცვის მრეწველობის ობიექტებზე დრონებით შეტევა განხორციელდა, რამაც ხანძარი გამოიწვია.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი გიგაშვილი: ძალიან დიდი ბოდიში სინდისის პატიმრებს! ძალიან დიდი ბოდიში აქციებს, რომ იქ არ ვდგავართ! იმედი მაქვს, რომ რაღაც დროს მივხვდებით რა კარგია ერთიანობა ყველაფერში და არა მხოლოდ გუშინ!

კობახიძე: 2012 წლამდე ქვეყანაში სულ 3 პარასპორტსმენი იყო, დღეს 300-ზე მეტია – მინდა, მადლობა გადავუხადო „ქართუს”, ბატონ ბიძინა ივანიშვილს, მისი თაოსნობით დაიწყო განსაკუთრებული ზრუნვა პარასპორტის განვითარებასა და შშმ პირთა უფლებების გაუმჯობესებაზე