ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ვოლოდიმირ ზელენსკის მრჩეველი - უკრაინა მიუნხენში რუსებთან შეხვედრას არ გეგმავს

ვოლოდიმირ ზელენსკის მრჩეველი - უკრაინა მიუნხენში რუსებთან შეხვედრას არ გეგმავს

უკრაინის დელეგაცია 14 თებერვალს მიუნხენში რუსებთან შეხვედრის გამართვას არ გეგმავს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა, დიმიტრი ლიტვინმა ჟურნალისტებს განუცხადა.
„უკრაინის პოზიცია უცვლელია. უკრაინა ჯერ ამერიკას უნდა ესაუბროს. ევროპა რეალური და ხანგრძლივი მშვიდობის შესახებ ნებისმიერი სერიოზული მოლაპარაკებების მონაწილე უნდა იყოს და რუსებთან მოლაპარაკებების მაგიდაზე მხოლოდ შეთანხმებული საერთო პოზიცია უნდა დაიდოს. ცარიელ მაგიდასთან რუსებს არ ხვდებიან. ახლა მაგიდაზე არაფერია. მიუნხენში რუსებთან მოლაპარაკებები მოსალოდნელი არ არის“, - აღნიშნა დიმიტრი ლიტვინმა.
შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ 14 თებერვალს მიუნხენში აშშ-ის, უკრაინისა და რუსეთის წარმომადგენლების შეხვედრა გაიმართება.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 14 თებერვალი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.