ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ვოლოდიმირ ზელენსკის ინფორმაციით, ნორვეგია უკრაინისთვის 150 მილიონი დოლარის ოდენობის ენერგეტიკული მხარდაჭერის პაკეტს გამოყოფს

ვოლოდიმირ ზელენსკის ინფორმაციით, ნორვეგია უკრაინისთვის 150 მილიონი დოლარის ოდენობის ენერგეტიკული მხარდაჭერის პაკეტს გამოყოფს

ნორვეგია უკრაინისთვის 150 მილიონი დოლარის ოდენობის ენერგეტიკული მხარდაჭერის პაკეტს გამოყოფს, - ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ავრცელებს.
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ოსლოში ნორვეგიის პრემიერ-მინისტრს, იონას გარ სტორეს შეხვდა.
„ენერგეტიკული მხარდაჭერა უაღრესად მნიშვნელოვანია. ნორვეგიის პრემიერ-მინისტრს, იონას გარ სტორეს მხარდაჭერისთვის მადლობა გადავუხადე. შეხვედრისას უკრაინის საჰაერო თავდაცვის საჭიროებებისა და ზამთარში უკრაინის გაძლიერების საკითხები განვიხილეთ. ასევე, განვიხილეთ თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის საკითხები“, - წერს ვოლოდიმირ ზელენსკი X-ზე.
ნორვეგიაში ვიზიტის შემდეგ ვოლოდიმირ ზელენსკი შვედეთში ჩავიდა. უკრაინის პრეზიდენტს შვედეთის პრემიერ-მინისტრი ულფ კრისტერსონი დახვდა, რომელთანაც ორმხრივ შეხვედრას გამართავს.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 22 ოქტომბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.