ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ურჩევნია საერთოდ არ დათანხმდეს შეთანხმებას, ვიდრე თავისი ხალხი აიძულოს, ცუდი შეთანხმება მიიღოს – The Atlantic

დონალდ ტრამპისთვის რუსეთსა და უკრაინას შორის ომის შეჩერებაზე დიდი გამარჯვება არ არსებობს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ The Atlantic-თან ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, ტრამპისთვის ყველაზე ხელსაყრელი სიტუაცია ომის -ის შუალედურ არჩევნებამდე დასრულებაა.
გამოცემა წერს, რომ ზელენსკის ახლო წრიდან ზოგიერთი შეშფოთებულია, რომ მის მიერ შეთანხმების მიღწევის ფანჯარა იხურება და რომ უკრაინას ბრძოლის წლების განმავლობაში გაგრძელება მოუწევს, თუ ომის დასრულებაზე მოლაპარაკებები ამ გაზაფხულზე არ დასრულდება.
„თუმცა, ზელენსკიმ მითხრა, რომ ურჩევნია საერთოდ არ დათანხმდეს შეთანხმებას, ვიდრე თავისი ხალხი აიძულოს, ცუდი შეთანხმება მიიღოს. ოთხწლიანი ინტენსიური ომის შემდეგაც კი, ის ამბობს, რომ მზადაა გააგრძელოს ბრძოლა, თუ ეს ღირსეული და ხანგრძლივი მშვიდობის უზრუნველსაყოფად არის საჭირო. „ არ აგებს“, – განაცხადა მან ხაზგასმით, როდესაც ვთხოვე, ბრძოლის ველზე მათი პოზიცია შეეფასებინა“, – წერს სტატიის ავტორი.
წყარო: ინტერპრესნიუსი

ასევე დაგაინტერესებთ

ნინო ჩხობაძე: კუს ტბაც კი საფრთხის წინაშეა, მეწყრული პროცესები შეიძლება განვითარდეს. სერიოზული მეწყერი გვაქვს ვაშლიჯვარში. კონიაკის დასახლებაზე აღარაფერს ვამბობ, სადაც ბევრ ადგილას მეწყერია ჩამოსული (ვიდეო)

ქეთევან თურაზაშვილი – ელისაშვილის მიმართ ბრალის დამძიმება, პაპუაშვილის განცხადების შემდეგ იყო, დღეს კი კობახიძემ გამოაცხადა, რომ ეს იყო ტერორიზმი და შემდეგ მოვისმინეთ 13-წლიანი განაჩენი – გავაგრძელებთ ბრძოლას, ეს ასე არ დარჩება

„ძლიერი საქართველო – ლელო”- დღევანდელი განაჩენი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოში სასამართლო არ ემსახურება მართლმსაჯულებას – ალეკო ელისაშვილი ივანიშვილის რეჟიმის პოლიტიკური პატიმარია