ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ფინეთის პრეზიდენტთან -ის მხარდაჭერისა და საჰაერო თავდაცვის გაძლიერების საკითხებზე ისაუბრა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ და ფინეთის პრეზიდენტმა ალექსანდრ სტუბმა -ის მხარდაჭერისა და საჰაერო თავდაცვის გაძლიერების საკითხებზე ისაუბრეს. ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტი ავრცელებს.
„ახლა, როდესაც ახლო აღმოსავლეთში ომი სრულდება, მნიშვნელოვანია, რომ მშვიდობის მისაღწევად ეს მომენტი არ დაიკარგოს. ომის დასრულება ევროპაშიც შესაძლებელია და ამის მისაღწევად, როგორც აშშ-ის, ისე სხვა პარტნიორების ლიდერობას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს“, – წერს ზელენსკი X-ზე.
უკრაინის პრეზიდენტის ცნობით, ალექსანდრ სტუბთან ერთი საათის განმავლობაში ისაუბრა და პოზიციები შეათანხმა.
„მნიშვნელოვანია, რომ პრეზიდენტმა ტრამპმა მძევლების გასათავისუფლებლად და ღაზაში ომის დასასრულებლად აუცილებელი ნაბიჯების გადადგმა წარმატებით შეძლო. ეჭვგარეშეა, რომ აშშ-ის სწორ ქმედებებს შეუძლია უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის დასრულებას ხელი შეუწყოს. ასევე, ალექსთან ერთად რუსეთის მიერ ჩვენს ენერგეტიკულ სექტორზე ბოლო დროს განხორციელებული დარტყმები და საჰაერო თავდაცვის გაძლიერების აუცილებლობის საკითხი განვიხილეთ“, – აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი.

ასევე დაგაინტერესებთ

ლალი მოროშკინა: მაშინ როდესაც ქვეყანაში კატასტროფულად არის გაზრდილი ურთულესი დაავადებები პატარა ბავშვებში, მაშინ როცა ათასობით პატარა და მათი მშობელი უკურნებელ სენს ებრძვის, ვიღაც ჩლიქოსნები ბედავენ და ჭამენ, ხრავენ, პარსავენ ქვეყანას