ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, დროა გერმანიამ რუსეთის ტერიტორიაზე შორ მანძილზე დარტყმებზე ნებართვის თაობაზე გადაწყვეტილება მიიღოს

ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, დროა გერმანიამ რუსეთის ტერიტორიაზე შორ მანძილზე დარტყმებზე ნებართვის თაობაზე გადაწყვეტილება მიიღოს

გერმანიისთვის დროა შორ მანძილზე დარტყმების თაობაზე გადაწყვეტილება მიიღოს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ დანიის პრემიერ-მინისტრ, მეტე ფრედერიკსენთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მან აღნიშნა, რომ განახლებული ბირთვული სტრატეგიის შესახებ პუტინის განცხადებების შემდეგ, დროა გერმანიამაც მხარი დაუჭიროს პარტნიორების გადაწყვეტილებას შორი მანძილის დარტყმების თაობაზე.
უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ კიევი ახლა იმაზე მუშაობს, რომ ყველა ქვეყანამ დაუჭირო მხარი შორი მანძილის დარტყმებზე გადაწყვეტილებას.
“ვფიქრობ, [პუტინის] განცხადებების შემდეგ ბირთვული იარაღის თაობაზე დროა უკვე გერმანიამაც მხარი დაუჭიროს შესაბამის გადაწყვეტილებებს…
ძალიან მნიშვნელოვანია ამ გადაწყვეტილებებისთვის შესაძლებლობების რაოდენობის მიმატება, რომლებითაც შეგვიძლია რუსეთის სამხედრო პოტენციალის შემცირება, სადაც არ უნდა იყოს ის,” - განაცხადა ზელენსკიმ.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 19 ნოემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.