ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ვოლოდიმირ ზელენსკიმ უმაღლესი მთავარსარდლის შტაბის სხდომა გამართა, რომელზეც რუსეთის დღევანდელი თავდასხმა განიხილეს

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უმაღლესი მთავარსარდლის შტაბის სხდომა გამართა, რომელზაც რუსეთის დღევანდელი თავდასხმა განიხილეს.
ვოლოდიმირ ზელენსკის ცნობით, სხდომაზე რუსეთის დღევანდელი თავდასხმის შემდეგ ენერგიის აღდგენის, საჰაერო თავდაცვის სისტემების ეფექტურობის საკითხები და ფრონტის ხაზზე არსებული ვითარება განიხილეს.
„დეტალურად, თითოეული რეგიონისთვის საჰაერო თავდაცვის სისტემების ეფექტურობა, მობილური სახანძრო ჯგუფები, ასევე საინჟინრო დაცვა გავაანალიზეთ. ჩვენ შესაბამისი გადაწყვეტილებები მივიღეთ“, - წერს ვოლოდიმირ ზელენსკი „ტელეგრამის“ არხზე.
უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ რუსეთმა უკრაინის მიმართულებით, სულ მცირე, 127 რაკეტა და 109 დრონი გაუშვა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 27 აგვისტო, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.